"ქართული ოცნების" პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე, ადვოკატ ეკა ბესელიას ,,ქართული ოცნებიდან წასვლას არ ადასტურებს და ამ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებს.
"არაფერი მსგავსი არა მომხდარა. Eეკა ბესელია გუშინ და გუშინ წინ ზუსტად ვიცი, რომ დაკავებული იყო, ისევ და ისევ ,,ქართული ოცნების" ოფისის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობით და ატარებდა გარკვეულ სამუშაოებს, რა გზითაც უნდა მოხდეს ამ ოფისის დაბრუნება", _ განაცხადა ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია ეკა ბესელიას ,,ქართული ოცნებიდან" წასვლის შესახებ.