,,როდესაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ კიდევ შეიძლება ამ საკითხმა 3-4 დღით გადაიწიოს, მე იმედი მაქვს, ამით იგი კანონს არ არღვევს. კანონი ერთია, თუმცა ამ საქმის პოლიტიკური მნიშვნელობა სხვა საკითხია", _ განაცხადა ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ.
"ეს რომ იყოს ჩვეულებრივი რიგითი საკითხი ამის გადაწყვეტდნენ ძალიან მალე და ამას არ დასჭირდებოდა, არც ის სამი თვე, რომელსაც კანონო აძლევს, ხელისუფლებას და შესაბამის სტრუქტურებს იმისათვის, რომ ადამიანის მოქალაქეობის მინიჭების საქმე გადაწყვიტონ. ხელისუფლება არის აბსოლუტურად დაბნეული და როგორც ჩანს, ის სამი თვეც არ აღმოჩნდა საკმარისი მათთვის, რომ რაიმე გადაწყვეტილება მიეღოთ და ითხოვენ კიდევ დამატებით დროს, თუმცა ვერ გამიგია რა არის ამ საკითხში საფიქრალი", _ განაცხადა ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტში სამთავრობო საათის დროს, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხმა კიდევ რამდენიმე დღით გადაიწიოს.