საქართველოს მთავრობა მუშაობს, რომ იგივე განაჩენი გამოუტანონ ბაბუცა გორდაძეს, რაც დარეჯან კოტაშვილს, რომელსაც, ფაქტობრივად, 4- წლიანი პატიმრობა მიესაჯა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტრმა მიხეილ სააკაშილმა, რომელიც მალაიზიაში დაკავებულ დარეჯან კოხტაშვილისთვის სასჯელის შემსუბუქებას გამოეხმაურა.
პრეზიდენტის თქმით, მას შემდეგ, რაც დაკავებულებს პატიმრობა მიესჯებათ, მთავრობა იმუშავებს, რომ მათ სასჯელი საქართველოში მოიხადონ.
"დარეჯან კოხტაშვილის შემთხვევაში, ეს ჩვენთვის დიდი შვებაა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს და ჩვენს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს დღე და ღამ არ ეძინათ და მუშაობდნენ ამ ორი ადამიანის ტრაგიკულ ბედზე. დავით საყვარელიძემ ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ სასიკვდილო განაჩენი შეცვლილიყო და იმავეს აკეთებს ბაბუცა გორდაძის საქმეზე. ეს ნათლად მიუთითებს, რომ საქართველო თავის მოქალაქეებს არსად დატოვებს. ჩვენ უკვე სახელმწიფო ვართ. ის დრო, როცა საქართველოს მოქალაქეს მომკითხავი არ ჰყავდა, მისი ბედი არც ხელისუფლებას და არც დიპლომატიურ წარმომადგენლებს აღელვებდათ, დასრულდა. ახლა ყველაფერი შეცვლილია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, რომელმაც დარეჯან კოხტაშვილის განაჩენის შეცვლას მიაღწია.
მალაიზაიში ნარკოტრეფიკის ბრალდებით დაკავებულ დარეჯან კოხტაშვილს, რომელსაც სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა, 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. როგორც საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ დავით საყვარელიძემ 31 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს საქართველოს ხელისუფლების და დაკავებულების ადვოკატების დიდი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა.