აჭარის მთავრობას თამბაქოს პირველადი გადამუშავების საწარმოს შექმნის მცდელობა ჩაეშალა. რეგიონის მთავრობა თამბაქოს პირველადი გადამუშავების საწარმოს შექმნის მიზნით, დაბა ქედაში, 9 აპრილის ქუჩა №8-ში მდებარე 2025,15 კვ.მ შენობა-ნაგებობსა და მასზე მიმაგრებული 6559 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს პირობებიან აუქციონზე ყიდდა, თუმცა ობიექტს მყიდველი არ გამოუჩნდა.
პირობების თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო 2012 წლის 25 დეკემბრამდე თამბაქოს პირველადი გადამუშავების, მზა პროდუქციის საწარმო უნდა აეშენებინა. ობიექტის საწყისი ღირებულება კი 155 ათასი ლარი იყო.