შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარ სამმართველოს რეგიონული დანაყოფების II სამმართველოს (დასავლეთი) ფოთის საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილებისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ დადგენილი წესების დარღვევის ფაქტზე, რუსეთის მოქალაქე ბელა ვეკუა დააკავეს, რომელიც 2010 წლის 17 სექტემბერს, მდ. ფსოუს მონაკვეთიდან ქ. სოხუმში შემოვიდა უკანონოდ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე (პრიმა ერთი) მუხლის I ნაწილით.