შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს I სამმართველოს (აღმოსავლეთი) ახალციხის საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილების თანამშრომლებმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 4 პიროვნება დააკავეს. დაკავებულებიდან 1 თურქეთის მოქალაქეა ირფან სეითის ძე აიდინი, 1 ინდოეთის პრაბჯოტ გურმუგქის ძე სინგჰი, ხოლო 2 ბანგლადეშის რესპუბლიკის მოქალაქე: ჰოსეინ აბდულ მარეკის ძე შიფატი და რიპონ ონილ ვაგტოს ძე ვაქტო, რომლებიც 2012 წლის 31 მარტს, სასზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას ცდილობდნენ.
აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის II ნაწილის „ა" ქვეპუნქტით.