2011 წელს საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობამ 2 822 363 შეადგინა. რაც შეეხება 2012 წლის პირველ კვარტალს, ქვეყანას უკვე 680 ათასამდე პირი ეწვია, 2011 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს დაახლოებით 40%-ით აღემატება.
შსს-ის ინფორმაციით, 2012 წლის პირველ კავარტალში საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და ირანიდან. ასევე მნიშვნელოვანი მატება იყო ევროკავშირის ქვეყნებიდან. აღსანიშნავი იყო განსაკუთრებული დაინტერესება ავსტრიის მოქალაქეების მხრიდან, სადაც 103%-იანი მატება აღინიშნა. 35%-ით მეტი იყო აშშ-ს მოქალქეთა კატეგორია.
2012 წლის პირველი მარტიდან საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ძალაში შევიდა რუსეთის მოქალაქეებისთვის მიმოსვლის უვიზო რეჟიმი, რამაც მარტში რუსეთის იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს ეწვივნენ გაასამმაგა.
კერძოდ, 2011 წლის მარტში საქართველო თუ რუსეთის 2163-მა მოქლაქემ მოინახულა, 2012 წლის მარტის თვეში მათმა რაოდენობა 6192 შეადგინა.