სარემონტო სამუშაოების გამო 3 აპრილს 10 საათიდან 17 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ჯანჯღავას, სარაჯიშვილის, წერეთლის, ლიბანის, იპოლიტოვ-ივანოვის და და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ხოლო, 4 აპრილს 10 საათიდან 17 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ლიბანის, ჩიქვანაიას, ბიჭვინთის, ვარდევანიძის, ყუშიტაშვილის, ბაღნარის, ჭრებალოს და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.