დღეს, 2 აპრილს, 16:00 საათზე, აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თიბისი გალერეაში ინკლუზიური გამოფენა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი და მუსიკალური ხელოვნების ცენტრები და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვები.
გამოფენილი იქნება ასევე ილიას უნივერსიტეტის" წმ. გიორგის სახელობის აუტიზმის ცენტრის" ბავშვთა ფოტოები, რომლებიც დამზადებულია GIPA-ს სტუდენტების მიერ.