სარემონტო სამუშაოების გამო 2 აპრილს 10 საათიდან 17 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: გლდანის I, III, IIIა, IV, V, VI, VIII მიკრორაიონების, ხიზანიშვილის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ასევე 10 საათიდან 16 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. კრწანისის რაიონის ნაწილს. შეზღუდვა შეეხება: ლესელიძის, სიონის, შარდენის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
3 აპრილს 09 საათიდან 18 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება მთაწმინდა-კრწანისის რაიონის ნაწილს. შეზღუდვა შეეხება: ნიაღვრის, კოტეტიშვილის, ყიფიანის, ბესიკის, ფურცელაძის, მანჯგალაძის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ხოლო 4 აპრილს 09.00 საათიდან 18.00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება:
სოფელ ოქროყანას, ლერმონტოვის, ჩაიკოვსკის, ამაღლების, ტაბიძის, ასათიანის, ქიქოძის, ლეონიძის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.