3 აპრილს, 15:00 საათზე, პოლიტიკური პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის" ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება.
პრესკონფერენციას პარტიის წევრები ლაშა გვასალია, ლევან გვარმიანი, გიორგი ოძელი, სოსო გიორგაძე გამართავენ.
როგორც "ჯი--ეიჩ-ენს" პარტიდან ,,განახლებული საქართველოსთვის" აცნობეს, "პრესკონფერენცია ეძღვნება მიმდინარე წლის 28 აპრილს თბილისში, ზუგდიდსა (სოფელი რუხი, ადმინისტრაციულ საზღვართან) და რუსთავში დაგეგმილ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილთა შეკრებას, რომელსაც დაესწრება 120 000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული ჩვენი თანამემამულე".
შეკრებაზე დაგეგმილია აფხაზეთის ამჟამად თბილისში მოქმედი ხელისუფლების მუშაობის შეფასება.
შეკრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი იქნება უცხოეთში მოღვაწე აფხაზეთიდან დევნილ ბიზნესმენთა მიერ დევნილთა საერთაშორისო ფონდის დაარსება, რომლის ძირითადი დანიშნულება იქნება დევნილების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებაზე ზრუნვა და ამ მიზნით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება.
შეკრების ორგანიზებამდე პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის" გეგმავს ფართო საინფორმაციო-სარეკლამო კამპანიისა და სხვადასხვა აქციების ჩატარებას.