თბილისში ბრიტანელი ჟურნალისტები იმყოფებიან. ბრიტანეთიდან ჩამოსული სტუმრების დელეგაციას ღვინის ინგლისელი მაგისტრი და ნატურალური ღვინის ფესტივალის ,,როუს" ორგანიზატორი იზაბელ რეჯერონი ხელმძღვანელობს. ვიზიტის მიზანი, ქართული ღვინის პოპულარიზაციაა.
ინგლისელ სტუმრებს სოფლის მეურნეობის მინისტრიის მოადგილემ, ,,რადისონში" უმასპინძლა.
,,ვიზიტის მიზანია უფრო მეტი პოპულარიზაცია გავუწიოთ ქართულ ღვინოს. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ქვევრის ღვინოზე. ჩვენი სამინისტრო ყოველთვის მხარს დავუჭერს ასეთ ინიციატივებს, რომელიც გაზრდის ქართული ღვინის პოპულარიზაციას მსოფლიო ბაზარზე", _ განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრიის მოადგილემ ია ჯანაშიამ.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები თბილისს, მცხეთასა და სიღნაღსს დაათვალიერებენ და გაეცნობიან ქართულ ტრადიციებს.