გიგანტურ ასტეროიდ ვესტას აქვს ბევრი თვისება, რომელიც დამახასიათებელია დედამიწის ტიპის პლანეტებისთვის. ამას ადასტურებს ახალი მონაცემები, მიღებული ამერიკული ზონდის Dawn -ის მეშვეობით, რომელიც 2011 წლის ივლისიდან ასტეროიდის ირგვლივ ბრუნავს.
ამ დრომდე ვესტა უბრალოდ განიხილებოდა, როგორც მზის სისტემის ერთ-ერთი უმსხვილესი ასტეროიდი. მაგრამ ახლა, როცა მისი ზედაპირი დეტალურად შეისწავლეს, მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ის ციური სხეულების გარდამავალ კლასს მიეკუთვნება. ზედაპირზე აღმოჩენილია ბევრი მოულოდნელი თავისებურება.
როგორც ჯგუფის ხელმძღვანელმა ტედ რასელმა განაცხადა, ამ ასტეროიდს თითქმის სფერული ფორმა აქვს. ზოგიერთი ნიშნები მიუთითებს იმაზე, რომ ვესტამ დედამიწისა და მთვარის მსგავსად რთული გეოლოგიური პროცესები გაიარა.
ვესტა სიდიდით მეორე ასტეროიდად ითვლება და მისი დიამეტრი 530 კმ. შეადგენს. მისი ზედაპირის დიდი ნაწილი უკავია გიგანტურ კრატერ რეასილვიას . გარდა ამისა, მასზე არის მრავალი მსხვილი და პატარა კრატერები - სხვა ციური სხეულების დაცემის კვალი.