კანადაში ჩაძირულ იახტაზე დაღუპული თენგიზ მოწონელიძის გადმოსვენების საკითხში, საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაერთო.
42 წლის თენგიზ მოწონელიძის ოჯახი აცხადებს, რომ იგი კანადაში სამუშაოდ გაემგზავრა. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. გარდაცვლილი თბილისიდან 2 თვის წინ წავიდ,ა თუმცა მარტიდან მას ოჯახთან კავშირი არ ჰქონია. ოჯახი ამ დროისთვის საქართველოში მის გადმოსვენებას ითხოვს.
ამ დროისთვის კანადის საავადმყოფოში ოთხი ქართველი გადის მკურნალობას მომხდართან დაკავშირებით კი მიმდინარეობს გამოძიება.
შეგახსენებთ, რომ 27 მარტს იახტაზე, რომელმაც კატასტროფა განიცადა საქართველოს, უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.