გორის რაიონის სოფელ კარალეთში 34 წლის სოსო ოსანაშვილი მოკლული იპოვეს.
გავრცელლებული ინფორმაციით, სოსო ოსანაშვილი კარალეთში ცოლის ნათესავების ოჯახში იმყოფებოდა და ახლობლების თქმით, ის სახლიდან მეუღლის ბიძაშვილთან ერთად გამოვიდა და თავის მოვალესთან წავიდა.
მკვლელობის შემდეგ, ოჯახის ახლობელი კახა სუხიტაშვილი არავის უნახავს.
გარდაცვლილს სხეულზე შვიდი ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნება.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიებას შიდა ქართლის სამხარეო პოლიცია ატარებს.