საქართველოს პირველი ლედი პოლონეთში ვიზიტით იმყოფება. ვარშავაში სანდრა რულოვსს პოლონეთის პირველმა ლედიმ უმასპინძლა, ანა კომოროვსკამ საქართველოს პირველი ლედი წმინდა სოფიას სახელობის სამშობიარო სახლის დასათვალიერებლად მიიწვია. მათ ერთად დაათვალიერეს ჰოსპიტალის ყველა განყოფილება, შეხვდნენ ექიმებს და პაციენტებს სამშობიაროს სახლის დირექტორმა, პირველ ქალბატონებს დეტალურად აუხსნა მუშაობის პრინციპი და ახალი მეთოდები რომელიც სამშობიაროშია დანერგილი. საავადმყოფოს დათვალიერების შემდეგ სანდრა რულოვსი ანა კომოროვსკამ ლანჩზე მიიპატიჟა, სადაც უკვე ქალბატონებმა არაფორმალურ გარემოში ისაუბრეს.
საქართველოს პირველი ლედი დღეს ვარშავიდან უკვე გდანსკში მიემგზავრება სადაც მისი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.