დღეს დაიწყო სამოქალაქო სოლიდარობის აქტიურობა, - განაცხადა გუდიაშვილის მოედანზე სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიის ფარგლებში გამართულ დასკვნით აქციაზე ია ანთაძემ.
გუდიაშვილის მოედანზე დღეს ქალაქში გამართული ექვსი აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებს ჰქონდათ ტრანსფარანტები: "ცოდნა გასაყიდი პროდუქტი არ არის", "ძალაუფლება საზოგადოებას", "ავტონომიურობა უნივერსიტეტებს", "თავისუფლება მედიას".
მისი თქმით, დღეს იწყება თვითორგანიზება და გეგმების დასახვას იმისთვის, თუ როგორ გახდეს ეს გარემო უკეთესი სხვადასხვა მიმართულებით
"ფაქტიურად, დღეს ჩვენ ვიწყებთ თვითორგანიზებას და გარემოს შეფასებას. ასევე, გეგმების დასახვას იმისთვის, თუ როგორ გახდეს ეს გარემო უკეთესი სხვადასხვა მიმართულებით", - განაცხადა ია ანთაძემ.
"დღეს სამოქალაქო სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს", გაიმართა თბილისის ექვს მოედანზე" სააკაძის მოედანზე - ადამიანის უფლებების დაცვის მოთხოვნით; მარჯანიშვილის მოედანზე - გარემოს დაცვის მოთხოვნით; ავლაბრის მოედანზე - თავისუფალი მედიის მოთხოვნით; ვაკის პარკთან მდებარე მოედანზე - განათლების უფლების დაცვის მოთხოვნით; მრგვალ ბაღში - სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით; თავისუფლების მოედანზე - მოთხოვნით - გაამაგრე გუდიაშვილი - დაიცავი კულტურული მემკვიდრეობა.
აქციის ორგანიზატორები არიან - "მედია კლუბი" და "ტფილისის ჰამქარი", ხოლო თანაორგანიზატორები - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, "მწვანე ალტერნატივა", თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, კამპანია - "ეს შენ გეხება" და სხვები.