ლონდონში, ჰიტროუს აეროპორტის თანამშრომლებმა, მუყაოს ყუთში, 2,4-მეტრიანი გველი იპოვეს. გველი ფოსტის საშუალებით ესეკსის საგრაფოდან დევონშირის საგრაფოში გაიგზავნა.
ალბინოსმა პითონმა აეროპორტის ტერიტორიაზე საფოსტო ყუთში 8 საათი გატარა, და სწორედ ამის შემდეგ აღმოაჩინეს ის ჰიტროუს აეროპორტის თანამშრომლებმა. გველის აღმოჩენა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საფოსტო ამანათების სკანირება მოხდა.
აღსანიშნავია, რომ პითონის აღმოჩენა სკანირების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა, რადგანაც ის საფოსტო ამანათში საკმაოდ კომფორტულად გრძნობდა თავს და რაც მთავარია აბსოლუტურად უმოძრაოდ იყო.