ხვალ, 1-ელ აპრილს საქართველოსა და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" სახელმწიფო კანცელარიაში განუცხადეს ბოიკო ბორისოვის ორდღიანი სამუშაო ვიზიტი საქართველოში 1-ელ აპრილს დაიწყება.
ვიზიტის ფარგლებში ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და თავის ქართველო კოლეგას - ნიკა გილაურს შეხვდება. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი შეხვდება ასევე უწმინდესსა და უნერესს ილია II-ს. აღსანიშნავია, რომ ბოიკო ბორისოვის საქართველოში ვიზიტისას, საქართველოსა და ბულგარეთს შორის რამდენიმე დოკუმენტი გაფორმდება, მათ შორის: განათლების სფეროზე, საიდუმლო ინფორმაციის გაცვლაზე. ასევე დაგეგმილია რეადმისიის პროტოკოლზე ხელმოწერაც.