ავსტრალიის სანაპიროსთან ზვიგენი მყვინთავებს თავს დაესხა და ერთ-ერთი მათგანი მოკლა. ინციდენტი დასავლეთ რეგიონში ბუსელტონის სანაპიროსთან მოხდა.
ზვიგენის მსხვერპლი 33 წლის პროფესიონალი მყვინთავი გახდა, რომელიც ფსკერზე ძმასთან ერთად იყო ჩაშვებული. გადარჩენილი ვერ იხსენებს თუ რომელ ოჯახს მიეკუთვნებოდა ზვიგენი. თუმცა აცხადებს, რომ ის დაახლოებით ოთხი მეტრის სიგრძის იყო.
ექსპერტები, მტაცებლის სახეობის დადგენას გარდაცვლილის ცხედრის დათვალიერებისა და სხეულზე ნაკბენების კვალის შესწავლის შემდეგ შეძლებენ.
ავსტრალიის სანაპიროსთან, სექტემბრიდან დღემდე ეს ზვიგენის თავდასხმის უკვე რიგით მე-4 ინციდენტია, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.