ცნობილი გახდა კანადაში სანაპიროსთან ჩაძირულ იახტაზე ქართველის ვინაობა. იგი 42 წლის თენგიზ მოწონელიძეა. ის ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა. ოჯახი აცხადებს, რომ თენგიზ მოწონელიძე კანადაში სამუშაოდ გაემგზავრა. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. გარდაცვლილი თბილისიდან 2 თვის წინ წავიდა თუმცა მარტიდან მას ოჯახთან კავშირი არ ჰქონია. ოჯახი ამ დროისთვის საქართველოში მის გადმოსვენებას ითხოვს.
ამ დროისთვის კანადის საავადმყოფოში ოთხი ქართველი გადის მკურნალობას მომხდართან დაკავშირებით კი მიმდინარეობს გამოძიება.
შეგახსენებთ, რომ 27 მარტს იახტაზე, რომელმაც კატასტროფა განიცადა საქართველოს, უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.