აფხაზეთში გუდაუთის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ახალგაზრდა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. ავტოსაგზაო შემთხვევა ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად მოხდა.
აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრის ოთარ ხეციას ინფორმაციით, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა ქალი და ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი, მათ შორის 14 წლის მოზარდი.
კიდევ სამი ადამიანი ტრამვებით საავადმყოფოში მოათავსეს. მათგან ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ორის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება.