მალაიზიაში ნარკოტერეფიკში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქებს - დარეჯან კოხტაშვილსა და ბაბუცა გორდაძეს სიკვდილით აღარ დასჯიან. მოლაპარაკებებს დაკავებულების შესახებ მალაიზიის მხარესთან საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები აწარმოებდნენ.
"საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ ჩვენი ორწლიანი აქტიური მუშაობისა და მცდელობის შედეგად მოხდა უპეცედენტო რამ და ჩვენ დაცვის მხარესთან ერთად შევძელით დაგვერწმუნებინა მალაიზიელი კოლეგები რომ გამოეყენებინათ ჩვენი მოქალაქეების მიმართ უფრო მსუბუქი სასჯელი.
კერძოდ, ამა წლის 30 მარტს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება დარეჯან კოხტაშველთან და სიკვდილით დასჯს ნაცვლად ანუ ჩამოხრჩობის ნაცვლად ამ უკანასკნელს სასჯელად დაენიშნა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა საიდანაც მას უკვე მოხდილი აქვს 2 წლი და მოსახლელი დარჩება 4 წელი", _ განაცხადა საქართველოს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ.
მისივე თქმით, ამგვარი პოზიტიური გადაწყვეტილების შემდეგ "ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში და უახლოეს საათებში მალაიზიის პროკურატურა მიიღებს ანალოგიურ გადაწყვეტილებას მეორე დაკავებული ქალბატონის ბაბუცა გორდაძის მიმართ".
ამჟამად მალაიზიაში იმყოფება საქართველოს საგარეო უწყებისა და საქართველოს გენპროკურატურის დელეგაცია , რომელიც მალაიზიის სასამართლო ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ რაც ქართულმა მხარემ წარმოადგინა დამატებითი მტკიცებულებები, რითაც კოხტაშვილის მიმართ არსებული ეჭვი გააბათილა.
რაც შეეხება ამ საქმესთან არსებულ მეორე დაკავებულს ბაბუცა გორდაძეს, ამჟამად მოლაპარაკებები სწორედ მის საკითხზე მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ქართულმა მხარემ მოიპოვა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ქართველებს მალაიზიაში ნარკოტიკები არ შეუტანიათ.
შეგახსენებთ, რომ დარეჯან კოხტაშვილსა და ბაბუცა გორდაძეს ნარკოტრეფიკში ედებათ ბრალი. ისინი ერთ წელზე მეტი ხნის უკან დააკავეს და მათ სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.