დღეს, 31 მარტს, 14 საათზე, ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციაში მონაწიილეობას მიიღებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, "სახალხო კრება", "ემსახურე საქართველოს", "აჭარის მამულიშვილთა კავშირი" და სხვა საზოგადოებრივი მოძრაობების წარმომადგენლები.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ გასაჯაროვდეს ხელშეკრულება, რომელიც თურქეთისა და საქართველოს კულტურის სამინისტროებს შორის დაიდო.
ორგანიზატორების განცხადებით, საპროტესტო აქციაზე ხელისუფლების მიმართ სპეციალური მიმართვაც გაკეთდება.