ადვოკატი ეკა ბესელია მოსამართლეების - გიორგი ტყავაძისა და ლაშა ქოჩიაშვილის - მიმართ საქმის გაჭიანურებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, კოალიცია "ქართულ ოცნების" სათავო ოფისის შენობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს სასამართლო დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამ დროისათვის სასამართლო უსაფუძვლოდ არღვევს საქმის განხილვის ვადებს და სარჩელებს ხელოვნურად აჭიანურებს, რითაც ხელი ეშლება კოალიცია "ქართულ ოცნებას" პოლიტიკური საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებაში", - ნათქვამია განცხადებაში.
ბესელია აღნიშნავს, რომ სარჩელების ხელოვნურად გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, საჩივარი შეიტანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეების გიორგი ტყავაძისა და ლაშა ქოჩიაშვილის მიმართ უსაფუძვლოდ საქმის გაჭიანურების გამო დისციპლინური დევნის აღძვრის მოთხოვნით.