საბჭოთა საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ლეონიდ შებარშინი მოსკოვში საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ვლადიმერ მარკინი აცხადებს, რომ შესაძლოა შებარშინმა თვითმკვლელობა განახორციელა. მან აღნიშნა, რომ გარდაცვლილთან ახლოს იპოვეს მისი პირადი იარაღი.
"საბჭოთა საგარეო დაზვერვის ყოფილმა ხელმძღვანელმა, წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა, თვითმკვლელობა განახორციელა", _ განაცხადა მარკინმა. მისი ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება.