წინასწარი შეფასებით, 2012 წლის თებერვალში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ წინა წლის თებერვალთან შედარებით 7,2 პროცენტი შეადგინა.
"საქსტატის" ინფორმაციით, 2012 წლის იანვარ-თებერვლის მიხედვით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 6,7 პროცენტი შეადგინა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
ყოველკვარტალური სტატისტიკური გამოკვლევებით დაზუსტებული მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის I კვარტლის მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 ივნისს.
2012 წლიდან საქსტატმა დაიწყო ეკონომიკის ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასებების წარმოება, რომელიც იანგარიშება დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, დეფლატორის, ფისკალური და მონეტარული მონაცემების საფუძველზე.