ქართველი ექსპერტების თქმით, ირაკლი ალასანიას განცხადება, სამეგრელოში სამხედრო ფორმირებების შექმნის შესახებ, რუსეთისთვის, მით უფრო, ჟენევის მოლაპარაკების წინ, ერთგვარი საჩუქარი იყო.
"არ უნდა დიდი პოლიტიკური ანალიზი, რომ მიხვდე: ასეთ განცხადებას მოწინააღმდეგე აუცილებლად გამოიყენებს, ამიტომ რუსეთის ხელისუფლებისთვის ალასანიას განცხადება ერთგვარი საჩუქარივით გამოვიდა, მით უმეტეს ჟენევის მოლაპარაკებების წინ. ვფიქრობ, ქართველ პოლიტიკოსებს მეტი სიფრთხილე მართებთ, პოლიტიკური დებატების წარმოების დროს, თუკი ამას შეგნებულად არ აკეთებენ", _ განაცხადა ვასილ ჭყოიძემ.
შეგახსენებთ: ჟენევაში მოლაპარაკებათა მორიგი მე-19 რაუნდის დასრულების შემდეგ, რუსული დელეგაციიის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ოკუპირებული რაიონების მიმდბარე ტერიტორიაზე სამხედრო შეიარაღებულ ფორმირებებს ქმნის.