საფრანგეთის პოლიციამ 19 ადამიანი დააკავა, რომლებიც ისლამისტურ დაჯგუფებებთან კავშირში არიან ეჭვმიტანილნი. რეიდები საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში ერთი კვირის შემდეგ გაიმართა, რაც 32-საათიანი ალყის შემდეგ ტულუზაში "ტულუზელი მკვლელის" სახელით ცნობილი მოჰამმედ მერა მოკლეს.
პოლიციელები აცხადებენ, რომ ამ რეიდებსა და "ტულუზელი მკვლელის" საქმეს შორის კავშირი არ არის.
მასშტაბური ოპერაცია პარიზში, ნანტში ტულუზში, ლიონში და სხვა ქალაქებში რესპუბლიკის შიდა დაზვერვის სამმართველოს და ფრანგული პოლიციის სპეციალური დანაყოფის მიერ იყო ორგანიზებული. რეიდების დროს ამოღებულ იქნა იარაღი და ჯავშანჟილეტები.
აღსანიშნავია, რომ მერა, რომელიც 22 მარტს მოკლეს, პატარა ქალაქ კორნბარიეს სასაფლაოზე ტულუზის გარეთ დაკრძალეს, მას შემდეგ რაც ტულუზის მერმა განაცხადა, რომ ამ ქალაქში მისი დაკრძალვა მიზანშეწონილი არ არის.
ალჟირმა, საიდანაც იყო წარმოშობით "ტულუზელი მკვლელის" ოჯახი, მისი ცხედრის დაკრძალვაზე უარი განაცხადა.