გაეროსა და არაბული სახელმწიფოების ლიგის სპეციალური წარმომადგენელი კოფი ანანი სირიის მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი, რაც კოფი ანანის დამასკოში ვიზიტის დროს კვირის ბოლოს იყო შეთანხმებული.
კოფი ანანის წარმომადგენლის თქმით, გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ბრძოლები სირიიის სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის არ შეწყვეტილა და რომ ბოლო ვადა დაზავებისა "ახლაა".
აღსანიშნავია, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ადრე დაეთანხმა მშვიდობიანი დარეგულირების გეგმას, რომელიც ექვსი პუნქტისგან შედგებოდა, თუმცა განაცხადა, რომ ოპოზიციამ პირველმა უნდა შეწყვიტოს ცეცხლი.