პარლამენტმა პარლამენტში ანტიკორუფციული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს მხარი არ დაუჭირა.
პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრებისა და მთავარობის უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი კორუფციული ფაქტების გამოკვლევის და შესაბამისი რეაგირების მიზნით საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხი ფრაქციის - ~ერთობა სამართლიანობისთვის~ მიერ იყო ინიცირებული.
მის შექმნას მხარი კენჭისყრაში მონაწილე მხოლოდ 7-მა დეპუტატმა დაუჭირა, მისი წინააღმდეგი კი 70 დეპუტატი აღმოჩნდა. შესაბამისად, საკითხი ჩავარდა.