გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბნის ტყეში ხანძარი გაჩნდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის სახანძრო - სამაშველო სამსახურის უფროსმა ზაზა უტიაშვილმა განუცხადა, ხანძარი მიუვალ ადგილზეა და მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ხელით ცდილობენ.
„ცეცხლი სადაც უკიდია ნეშომპალას, ნაყარ შეშას და პატარა ხეებს, იქამდე მანქანა ვერ მიდის. ხანძრის გავრცელების ფართობიც უცნობია ჯერ. სოფლის გამგებელს შევატყობინეთ, რომ ხალხი მოგვაშველოს", - განაცხადა უტიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მარტში, კახეთში ხანძრების რაოდენობამ პიკს მიაღწია. ერთი თვის განმავლობაში რეგიონში ხანძრის 900-მდე შემთხვევაა რეგისტრირებული.