დღეს, 30 მარტს, ახმეტაში კოალიცია „ქართული ოცნების" ოფისი გაიხსნება. ოფისის გახსნას დავით ბერძენიშვილი, ირაკლი სესიაშვილი და ელისო ჩაფიძე დაესწრებიან.
„ქართული ოცნების" ახმეტის ოფისის ხელმძღვანელად რესპუბლიკური პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ზაქარია ქინქლაძე დაინიშნა.