სს „თელასის" სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით კომპანია „თელასის" გენერალურ დირექტორად აშოტ მანუკიანი დაინიშნა, ღია სააქციო საზოგადოების „რაზდანის ენერგეტიკული კომპანიის" (რაზდანის თბოელექტროსადგური) დირექტორი.
აშოტ მანუკიანმა 1992 წელს დაამთავრა ერევნის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ- მექანიკოსის სპეციალობით. 1995 წელს დაამთავრა სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტი (კალიფორნიის უნივერსიტეტი) და გახდა ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი (MBA). მანუკიანი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორია.
2004 წლის ოქტომბერში აშოტ მანუკიანი დაინიშნა ღსს „რაზდანის ენერგეტიკული კომპანიის" გენერალური დირექტორის მოადგილედ ფინანსებისა და ეკონომიკის დარგში, ხოლო 2011 წლის თებერვლიდან დაიკავა აღნიშნული კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტი. 2011 წლის მაისიდან ასევე გახდა დახურული სააქციო საზოგადოების „სომხეთის ელექტროქსელების" გენერალური დირექტორის მრჩეველი.