"ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი მთელ აფრიკაში ყველაზე სასტიკი დიქტატორი იყო", - ამის შესახებ ჰოსნი მუბარაქი წერს. ეგვიტის ექს-პრეზიდენტი რევოლუციის შემდეგ სენსაციურ მემუარებს აქვეყნებს.
ჰოსნი მუბარაქის მტკიცებით, კადაფი საუდის არაბეთის მეფის აზიზ აზ საუდის მკვლელობას დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა, თუმცა ამ საზარელ ჩანაფიქრში მუბარაქმა მას ბოლო მომენტში შეუშალა ხელი.
აღსანიშნავია, რომ ეგვიპტის პრეზიდენტს საუდის არაბეთის მეფე გასული წლის რევოლუციის დროს ბოლო მომენტამდე გვერდში ედგა. ჰოსნი მუბარაქი იმასაც აღნიშნავს, რომ მუამარ კადაფი მთელ აფრიკასა და სამყაროშიც კი უსაზღვროდ მდიდარი ადამიანი იყო და მას საზღვარგარეთ ოქროს უპრეცედენტო რაოდენობის მარაგი ჰქონდა.