"დღეს რუსეთი და არა ირანი ან ჩინეთი არის აშშ-ს გეოპოლიტიკური მტერი", _ განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა მიტ რომნიმ, რომელთანაც ობამას მხოლოდ 10 %-იანი უპირატესობა აქვს.
"იგი (რუსეთი) ყოველთვის მხარს უჭერს ყველაზე ცუდს მსოფლიოში", _ განაცხადა რომნიმ "სი-ენ-ენთან" ინტერვიუში ობამასა და მედვედევს შორის გამართული და შემთხვევით ჩაწერილი პრივატული საუბრის კომენტირებისას.
"მაშფოთებს ობამას სეულური დაპირებები. რუსეთი არამეგობრული ფიგურაა მსოფლიო სცენაზე. ის რომ პრეზიდენტი ცდილობს რუსეთთან ურთიერთობები უფრო მოქნილი გახადოს და ამასთან ერტად მას არაფერი აქვს სათქმელი ამერიკელი ხალხისათვის რუსეთთან მიმართებაში - ეს ძალიან შემაშფოთებელი ნიშანია. მე ძალიან ძალიან მაშფოთებს ეს. რუსეთი - ჩვენი ნომერ პირველი გეოპოლიტიკური მტერია",_ განაცხადა რომნიმ.
შეგახსნებთ, რომ სეულში ბარაკ ობამასა და დიმიტრი მედვედების კერძო საუბარი ერთ-ერთმა მიკროფონმა შემთხვვევით ჩაიწერა. როგორც ირკვევა ობამამ მედვედევს ევროპის ანტისარაკეტო სისტემასთან დაკავშირებით გარკვეული პირობა მისცა და პოზიციის შერბილებას დაპირდა.
სკანდალურ ჩანაწერზე "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერებმა ახსნა-განმარტება უკვე მოითხოვეს.
ბარაკ ობამა: ანტისარაკეტო სისტემასთან დაკავშირებით? ამ საკითხის მოგვარება შეიძლება... ამისათვის საჭიროა სივრცე.
დიმიტრი მედვედევი: გასაგებია შენი მესიჯი სივრცესთან დაკავშირებით. ანუ არის ადგილი თქვენთვის და არის სივრცე ჩვენთვის.
ბარაკ ობამა: ეს ჩემი ბოლო საკითხია.
დიმიტრი მედვედევი: გასაგებია, მე ამ ინფორმაციას ვლადიმერს გადავცემ.
რეპორტიორებმა ბევრი იფიქრეს თუ ცოტა დაასკვნეს, რომ საუბარი შესაძლოა წინასაარჩევნო კამპანიის გამო მანევრირების სივრცეს ეხებოდეს, თუმცა არც ის გამორიცხეს, რომ ობამა მედვედევს ევროპულ საკეტსაწინააღმდეგო სისტემაში მონაწილეობას დაპირდა. ამ საუბრის მედიაში გაჟონვამ აშშ-ში ნამდვილი სკანდალი გამოიწვია.