NDI პარტიების რეიტინგების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას კვლავ ეხმიანება.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის დილის კურიერში (10:00) გასულ ინფორმაციას პარტიების რეიტინგის შესახებ. კითხვაზე, ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, სიუჟეტში მოყვანილი მაჩვენებლების პროცენტული გადანაწილება (87%; 10% და 3%) არ შეესაბამება NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს.
NDI-ს პარტიების რეიტინგების შესახებ ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია და შესაბამისად, რუსთავი 2-ის სიუჟეტში გაჟღერებული მონაცემები არ ასახავს ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს", - ნათქვამია NDI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.