პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიხეილ სააკაშვილის სეულში ვიზიტს დადებითად აფასებს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
,,როგორც იცით, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, სამხრეთ კორეაში, სადაც მიმდინარეობს, ბირთვული უსაფრთხოების სამიტი, რომელიც ძალიან დიდი მნიშვნელობის ღონისძიებაა. Aამის დასტური, თუნდაც ის, რომ 50-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი და პირველი პირი ესწრება ღონისძიებას", _ აღნიშნა ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, სამიტზე განსახილველი თემები მნიშვნელოვანია.
,,სამიტზე განსახილველი თემები ძალიან აქტუალურია, თანამშრომლობა ბირთვული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში, ბირთვული იარაღის დაცვა და ბირთვული მასალებით უკანონო ვაჭრობის აღკვეთა",_ აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.
შეგახსნებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სეულში ბურთვული უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება.