დღეს, 27 მარტს, 19:45 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში უილიამ შექსპირის "შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ" მეასე წარმოდგენა გაიმართება.
სპექტაკლი რეჟისორმა რობერტ სტურუამ დადგა. მონაწილეობენ მსახიობები: ლევან ხურცია, ბაჩი ლეჟავა, ვანო გოგიტიძე, ნინო კასრაძე, ნინო თარხან-მოურავი, თემიკო ჭიჭინაძე, ნიკა ქაცარიძე და სხვები.
სპექტაკლში მოქმედება სახარების სცენების ფონზე იშლება.
ზღვაში ხომალდი იღუპება. ტყუპი და-ძმა ერთმანეთს კარგავს, ორივე ილირიაში მოხვდება, სადაც მათ საოცარი თავგადასავალი ელით. ამ კუნძულზე ჰერცოგის კარზე საშობაო წარმოდგენისთვის ემზადებიან.