რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებისთვის ბოლო სამი წელი ყველაზე საუკუთესო იყო ბოლო ათწლეულის განმავლობაში. მედვედევი ასევე დადებითად აფასებს "გადატვირთვას", რომელიც ორ ქვეყანას შორის განხორციელდა. ეს განცხადებები რუსეთის პრეზიდენტმა სეულში აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
"გადატვირთვა", რომელზედაც ძალიან ბევრს საუბრობდნენ ბოლო სამი წლის განმავლობაში და სხვადასვაგვარად აფასებდნენ, ჩემი აზრით, სასარგებლო იყო და აბსოლუტურად სასარგებლო იყო ის, რასაც ჩვენ ბოლო სამი წლის განმავლობაში ვაკეთებდით",_ განაცხადა მედვედევმა და აღნიშნა, - "მიმაჩნია ეს იყო საუკეთესო სამი წელი რუსეთსა და აშშ-ს შორის, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყოფილა".
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტს "ცალკე, დიდი მადლობა" უთხრა იმ დახმარებისთვის, რაც "აშშ-მ რუსეთს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების გზაზე აღმოუჩინა". მედვედევმა ობამა ასევე სანკტ-პეტერბურგში დაპატიჟა.