"ნატოს არ აქვს განზრახვა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზა გახსნას", _ ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა მოსკოვი-ბრიუსელი ტელეხიდის დროს გააკეთა.
"ჩვენ არ ვართ დაკავებული ჩვენი ჯარების გადასროლით თქვენი ტერიტორიის გავლით და ჩვენ არ გვაქვს განზრახვა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის გახსნის შესახებ. არსებობს პრაქტიკული შეთანხმება, რომელიც ჩვენ საშუალებას გვაძლევს არასასიკვდილო ხასიათის ტვირთების გადავიტანოთ", _ აცხადებს ნატოს გენმდივანი.