სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი მშვიდობიან მოსახლეობას "ცოცხალ ფარად" იყენებს. უფლებების დამცავი ორგანიზაცია "Human Rights Watch" აღნიშნავს, რომ შეიარაღებული ძალები მშვიდობიან ადამიანებს აიძულებენ იერიშისთვის გამზადებული სამთავრობო ძალების წინ იარონ, ბავშვებს ტანკებსა და სამხედრო მანქანენში სვამენ და მათ "ცოცხალ ფარად" იყენებენ.
"სირიის არმიის მიერ "ცოცხალი ფარის" გამოყენება არის ერთ-ერთი იმ მიზეზთაგანი, რომლის გამოც გაეროს უშიშროების საბჭომ სირიის საქმე საერთაშორისო სისხლის სამართლებრივ ტრიბუნალს უნდა გადასცეს", _ აცხადებს ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციათა განყოფილების თანამშრომელი ოლე სოლვანგი.