,,ქართული ოცნების" ინფორმაციით, ხელისუფლება მოსახლეობის დაშინებისთვის ყველა მეთოდს იყენებს. „ჩვენ გვინდა გავაკეთოთ განცხადება და მოგახსენოთ, რომ საქართველოში არავისთვის უცხო არ არის წლების განმავლობაში ხელისუფლება სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზნით, მათ შორის მოსახლეობის დარბევისა და დაშინებისთვის ქმნის და იყენებს არაფორმალურ ჯგუფებს", - განაცხადა, ,,ქართული ოცნების" პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, ხელისუფებამ ასეთი არაფორმალური ჯგუფები 2007-2009 წლებში სხვადასხვა აქციების დარბევის დროს გამოიყენა.
,, არსებობს ამგვარი ფაქტების ამსახველი მრავალი ფოტო და ვიდეო მასალა, არაერთი კადრი გავრცელდა როგორ უსწორდებოდნენ სამოქალაქო ტანსაცმელში შეიარაღებული პირები ოპოზიციურად განწყობილ თანამოქალაქეებს. მას შემდეგ, ჩატარებულ ყველა არჩევნებზე დაფიქსირებულია მსგავსი ტიპის შეიარაღებული დაჯგუფებების აქტიურობა, თუმცა არცერთ ფაქტზე არ მომხდარა რეაგირება და არ ჩატარებულა გამოძიება.
მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ირაკლი ალასანიამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, გადაუგზავნა უშიშროების საბჭოს შესაბამისი დოკუმენტაცია, ზუგდიდში, არაფორმალური შეიარაღებული ჯგუფების შექმნის შესახებ.
,,სწორედ ამიტომ ფართო საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე იმის გათვალისწინებით, რომ ამჯერად მაინც დროულად იყვეს აღკვეთილი მსგავსი უკანონობა და მოხდეს ამის პრევენცია, „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მოიპოვა და ეროვნული უშიშროების საბჭოს შესასწავლად გადასცა ინფორმაცია, ზუგდიდში არაფორმალური შეიარაღებული ჯგუფების ფორმირების შესახებ, რომელშიც დასახელებული იყო ასეთი დაჯგუფებების დისლოკაციის ადგილი და მათი წევრების ჩამონათვალი,", _ განაცხადა ,,ქართული ოცნების" პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიოძემ.
მისივე თქმით, ირაკლი ალასანიას მიერ გადაცემულ სიაში ბევრი კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანია ნახსენები.
,,ის რომ ჩვენი ეჭვები საფუძვლიანია მტკიცდება, იმითაც, რომ ალასანიას მიერ გადაცემულ სიაში მოხსენიებულთა შორის არიან კრიმინალური წარსულის მქონე ნასამართლევი პირები, კერძოდ მითითებულია საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი რამდენიმე კრიმინალის გვარი. მოქმედი კანონმდებლობით კი სარეზერვო სამსახურში არ მიიღებიან მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები. ასევე ამ შეიარაღებული ხალხის შეკრება ხდება კერძო სახლებში. თითოეული ჯგუფი დაკომპლექტებულია იმ სოფლის მაცხოვრებლებით, სადაც აღნიშნული სახლებია და ეს ფაქტიც არანაირად არ თავსდება სამხედრო რეზერვის შესახებ მოქმედ კანონმდებლობაში. ანუ მარტივად რომ ვთქვათ საქმე გვაქვს უკანონობასთან", _ განაცხადა ტრადიციულ ბრიფინგზე მაია ფანჯიკიძემ.
,,ქართული ოცნების" პრეს-სპიკერის ინფორმაციით, ხელისუფლება რეზერვისტების შესახებ, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებით, უკანონობის დაკანონებას ცდილობს.
,,ჩვენს ეჭვს აძლიერებს ისიც, რომ ალასანიას პირველივე განცხადებისთანავე, რომელიც მან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გააკეთა და ამით საქმის კურში ჩააყენა საერთაშორისო საზოგადოება. ხელისუფლებამ დაიწყო რეზერვისტების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, კერძოდ მუშავდება ნებაყოფლობითი რეზერვის კონცეფცია რითაც ხელისფლება ცდილობს დააკანონოს რეალობა, დააკანონოს უკანონობა და კანონიერი საფუძველი შეიქმნას ალასანიას მიერ განცხადებული ფაქტების საპასუხოდ", _ აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში მაია ფანჯიკიძემ.
მაია ფანჯიკიძე ,,თავისუფალი დემოკრატების" მხარდამჭერის დაკავებას, ირაკლი ალასანიას მიერ გავრცელებულ განცხადებას უკავშირებს.
,,გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდში დააკავეს ბატონი სერგო ჩაჩიბაია იგი გახლავთ „თავისუფალი დემოკრატების" მხარდამჭერი, ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვიფიქროთ, რომ ეს დაკავებაც კავშირშია ალასანიას განცხადებასთან, რადგანაც სავარაუდოდ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ალასანიას მოპოვებული ინფორმაციის წყარო სწორედ სერგო ჩაჩიბაიაა", _ აღნიშნა ფანჯიკიძემ.
Q,,ქაართული ოცნების" პრეს-სპიკერის ინფორმაციით, სერგო ჩაჩიბაიას ბრალს, პოლიციელების წინააღმდეგობისთვის წაუყენებენ.
,,გუშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მისმა ახლობლებმა არ იცოდნენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თუ სად იმყოფებოდა იგი, შესაბამისად მას არ ჰქონდა ადვოკატის ყოლის უფლება. ეხლა ეს ვითარება შეცვლილია მას შემდეგ, რაც ზუგდიდში ჩავიდნენ „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერები და ამჯერად მიმდინარეობს მისი დაკითხვა, სავარაუდოდ პოლიოციის შენობაში.
მას ბრალი წაყენებული ექნება პოლიციისთვის არ დამორჩილების მუხლით, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული. და ესეც არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა თუ როგორ ხორციელდება ზეწოლა პოლიტიკური კოალიცია „ქარული ოცნების" მიმართ",_ აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ