ს/მ სოლიდარობა უკანონო პატიმრებს და მოძრაობა „არა" მელორ ვაჩნაძის გათავისუფლებას ითხოვენ. სოლიდარობა უკანონო პატიმრებს და მოძრაობა „არა" აცხადებენ, რომ 27 მარტიდან მელორ ვაჩნაძეს ეხება ე.წ „უდო" - ვადაზე ადრე გათავისუფლება.
"მივმართავთ, საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლონ პოლიტპატიმარი მელორ ვაჩნაძე, ამით ერთი ჰუმანური ქცევის პრეცედენტს მაინც დაუშვებს ხელისუფლება. როგორც მისი დაპატიმრება ისევე მისი გათავისუფლება არის პოლიტიკური საკითხი, აქედან გამომდინარე ჩვენ არ გვაქ იმის ილუზია, რომ ე.წ „უდო"-ს კომისია შეძლებს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ს/მ სოლიდარობა უკანონო პატიმრებს და მოძრაობა „არა" ვაჩნაძის საქმესთან დაკავშირებით აცხადებენ: 2009 წლის 20 ივნისს ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა მელორ ვაჩნაძე, მოგვიანებით მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მისი ყოფილი სიმამრის რომანოზ ბჟალავასა და ყოფილი მეუღლის თამარ ბჟალავას მიერ. მათი განცხადებით, 2008 წელს მელორ ვაჩნაძემ გაასხვისა რომანოზ ბჟალავას კუთვნილი ავტომობილი ისე, რომ ამის შესახებ სიმამრმა და მეუღლემ არაფერი იცოდნენ. დაცვის მხარემ მოიპოვა ნოტარიული დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც სადავო ავტომობილი გასხვისებულია რომანოზ ბჟალავას მიერ. ამის მიუხედავად სასამართლომ მელორ ვაჩნაძეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. რომანოზ ბჟალავა ნაციონალური მოძრაობის მაჟრორიტარი დეპუტატია სწორედ ამიტომ მან პოლიტიკური მოტივაციიდან გამომდინარე ცრუ ბრალდება წაუყენა მელორ ვაჩნაძეს. იგი რამოდენიმე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ არის აღიარებული პოლიტპატიმრად.