გუშინ, კრემლთან დაკავებული დაურეგისტრირებელი "სიყვარულის პარტიის" არხანგელსკის განყოფილების ხელმძღვანელი დიმიტრი მედვედევი ფსიქისტრიული საავადმყოფოდან გაათავისუფლეს. დიდი პერანგითა და თავზე წითელი სირენით კრემლთან მორბენალი მედვედევი გუშინ დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია პარტიის დამფუძნებელზე ალექსანდრე დონსკოიზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ გუშინ 25 მარტს პოლიციამ მოსკოვის ცენტრში არასანქცირებული აქციის ჩატარების მცდელობის გამო 16 ადამიანი დააკავა. დაკავებულთა შორის იყო არხანგელსკის მცხოვრები 1964 წელს დაბადებული დიმიტრი მედვედევი, რომელმაც დიდი პერანგით მოსილმა ქუდზე წითელი სირენა დაიმაგრა, ასე გამოწყობილი კრემლთან დარბოდა და ქალაქელებსა და ტურისტებს ართობდა.