ტერორისტმა-თვითმკვლელმა დანაღმული მოტოციკლით ავღანეთის პროვინცია ურუზგანში მდებარე ნატოს სამხედრო ბაზის ახლოს მყოფ ნატოს სამხედროთა კოლონაზე იერიში მიიტანა. არიან დაზარალებულები. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "პაჟვაკი" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თვითმხილველები აცხადებენ რომ აფეთქების შედეგად ადგილობრივი მაცხოვრებლები დაშავდნენ. ამასთან ერთად, ავღანურ მედიასთან საუბარში პოლიციის პროვინციული მმართველობის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ფარიდ აიელმა განაცხადა, რომ აფეთება ნატოს სამხედრო ბაზის ჭიშკართან მოხდა. მისივე თქმით, დაჭრილთა რიცხვი ამჟამად ზუსტდება.