საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ არჩევნებს, ეთნიკური წმენდის დაკანონებად აფასებს.
,,ყველა მსგავსი ტიპის ღონისძიება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმართულია, იმისკენ, რომ მოხდეს, ასობით ათასი ადამიანის ეთნიკური წმენდის დაკანონება, ისევე, როგორც ძალადობრივი ქმედებების საფუძველზე, დემოგრაფიული სურათის შეცვლის დაკანონება. რაც არა მხოლოდ მძიმედ შესაფასებელია, არამედ საბედნიეროდ, საერთაშორისო თანამეგობრობა ერთსულოვანია ამ საკითხთან მიმართებაში იზიარებს, ქართულ სულისკვეთებას, აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს, როგორც ოკუპირებულს", _ განაცხადა ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოაგილემ ნინო კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის რეგიონში ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, რის გამოც არჩევნების მეორე ტური დაინიშნა.