აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სამხრეთ კორეაში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ "ირანი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმების ერთადერთი წევრია, რომელსაც არ ძალუძს საერთაშორისო საზოგადოება დაარწმუნოს იმაში, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ატარებს".
"აი რატომ შემოიღო მსოფლიომ უპრეცედენტო სანქციები, იმ იმედით, რომ ირანის ბირთვულ პროგრამას შეაჩერებდა. არის გარკვეული დრო, იმისათვის, რომ ეს პრობლემა დიპლომატიური მეთოდებით მოგვარდეს, მაგრამ ეს დროს იწურება", _ განაცხადა ბარაკ ობამამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ირანს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმების მიხედვით მშვიდობიან ბირთვულ ენერგიაზე უფლება აქვს, მაგრამ ირანი კვლავაც უარს აცხადებს თავის ობიექტებზე საერთაშორისო ექსპერტები დაუშვას.