ავღანეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე სამხედრო ბაზაზე ნატოს ორი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ავღანური ჯარის ფორმაში იყო ჩაცმული.
ვრცელდება ინფორმაცია ასევე იმის შესახებ, რომ მოგვიანებით თავად თავდამსხმელიც მოკლეს. სხვა დამატებითი დეტალები ამ ინციდენტის შედეგად ცნობილი არ არის. არსებობს ასევე ინფორმაცია, რომ ეს ინციდენტი ამერიკელების პასუხისმგებლობის ზონაში მოხდა.