საბერძნეთის ევროზონიდან გასვლა კატასტროფის ტოლფასი იქნება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკლემა განაცხადა.
მერკელის თქმით, იმ შემთხვევაში თუ საბერძნეთი გადაწყვეტს ევროზონის დატოვებას, მაშინვე გაჩნდება კითხვა _ "ვინ იქნება შემდეგი?".
კანცლერმა განცხადება, ევროზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრების შეხვედრამდე გააკეთა, რომლებმაც უნდა განიხილონ სტაბილიზაციის ფონდის გაზრდის საკითხი.
სტაბილიზაციის ფონდის მეშვეობით უნდა მოხდეს იმ ქვეყნების დამხარება, რომლებბსაც აქვთ ფინანსური პრობლემები.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მიანიშნა, რომ არ აპირებს ევროზონის ქვეყნებისთვის დახმარების აღმოჩენას.